გეოგრაფიის წრის გეგმა


     ძევრის საჯარო სკოლაში  2018 -2019  სასწავლო წლის პირველი სემესტრიდან X-XI კლასის მოსწავლეთათვის ფუნქციონირება დაიწყო გეოგრაფიის წრემ
.

            წრის სახელწოდება - “სახალისო გეოგრაფია”


      საწრეო მუშაობის მიზანია : მოსწავლეებმა  გაიმდიდრონ ცოდნა გეოგრაფიაში გაიაზრონ ადგილობრივი გარემო და დაკვირვების შედაგად შეიმეცნონ გეოგრაფია.


    წრის დანიშნულებაა :გააღრმავოს და გააფართოოს გეოგრაფიული ცოდნა, აამაღლოს მოსწავლეების ინტერესი  და მოტივაცია, გამოავლინოს  მათი უნარ-ჩვევები და დაეხმაროს პროფესიის არჩევაში. მოსწავლეები გაიმყარებენ და გაამთლიანებენ ცოდნას, რის საფუძველზეც შეძლებენ ლოგიკურ და კრიტიკულ აზროვნებას. ისინი შეისწავლიან გეოგრაფიის საფუძვლებს, ზოგად კანონზომიერებებს, გლობალური პრობლემების გეოგრაფიულ ასპექტებს და ამ პრობლემების გადაჭრის შესაძლო გზებს. მასალის ათვისების შედეგად მათ ექნებათ საკმარისი ცოდნა დღევანდელ სამყაროში მიმდინარე პროცესებზე და მოვლენებზე, ბუნებრივ თუ ტექნოგენურ კატასტროფებზე. მოზარდს განუვითარდება უნარ-ჩვევები, რომელიც დაეხმარება სწორად განსაზღვროს საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივი, კულტურული, ეკონომიკური, პოლიტიკური ინტერესები და მისი ქვეყნის ადგილი, ფუნქცია დღევანდელ გლობალიზებულ სამყაროში. ამ თემების გაცნობიერება და ანალიზი მისცემს მოსწავლეებს სასიკეთო გადაწყვეტილებათა მიღებისა  და აქტიური ქმედების შესაძლებლობას.


 გეოგრაფიის წრის მუშაობის ძირითადი მიზნები:

1.     კომუნიკაციის უნარების განვითარება.

2.     სხვისი აზრის მოსმენა და შეფასება.

3.     ღონისძიების დაგეგმვა და ორგანიზება.
4.     ცოდნის მარაგის გამდიდრება.
5.     საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა.
6.     ინფორმაციის მოძიების უნარი.
7.     მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენის უნარი.
8.     ანალიზის და დასკვნების გაკეთების უნარი.
9.     ყოველდღიურ ცხოვრებაში გეოგრაფიის გამოყენების აუცილებლობის ჩვენება.

წრის აქტუალობა: დაეხმაროს მოსწავლეებს

·        გეოგრაფიის სწავლებაში;
·        სიძნელეებისადმი შიშის დაძლევაში;
·        სწავლისადმი ინტერესის გაღვივებაში;
·        ოპერატიულობის უნარის განვითარებაში;
·        გუნდურობის უნარის განვითარებაში;     
.          შემოქმედებიდან აღიქვან სწავლების პროცესი;
          მოსალოდნელი შედეგები
·        გააქტიურებული და მიზანდასახული მოსწავლეების ჩამოყალიბება;
·        საკუთარი სწავლის პროცესით დაინტერესებული მოსწავლეების განვითარება;
·        გეოგრაფიის ცოდნის აუცილებლობის გაცნობიერება ყოველდღიურ ცხოვრებაში.

წრის მუშაობის საჭირო ძირითადი რესურსები:

·        საკანცელარიო ნივთები;
·        მაგნიტური დაფა, მარკერი;
·        პროექტორი, პროექტორის დაფა, ვიდეოკამერა, ფოტოაპარატი;
·        კომპიუტერი, 
·        რუკები, თაბახის ფურცელები, ფლომასტერი;
·        სხვადასხვა სახის დამხმარე გეოგრაფიული ლიტერატურა.

წრის მუშაობას  გაუძღვება მასწავლებელი: მანუჩარ ფანჩულიძე

          შეხვედრები ჩატარდება  1 ოქტომბრიდან - ყოველ ორშაბათს  15:00 საათიდან  16:00  საათამდე სკოლაში .

 “სახალისო გეოგრაფიის” წრის სამუშაო გეგმა  (2018-2019 ს.წ.)
სემესტრი
1 ოქტომბერი --- პირველი შეხვედრა
            მსოფლიოს ყველაზე დიდი ნაგებობანი
8 ოქტომბერი --- მეორე შეხვედრა
            საქართველოს მოგზაურები
15 ოქტომბერი --- მესამე შეხვედრა
            ეკოლოგიური პროცესები
22 ოქტომბერი --- მეოთხე შეხვედრა 
            სოფლის ეკოლოგიური პრობლემები
29  ოქტომბერი --- მეხუთე შეხვედრა      
              ბუნება საფრთხეშია
5   ნოემბერი --- მეექვსე შეხვედრა
            მსოფლიო მნიშვნელობის ბუნების ძეგლები
12 ნოემბერი --- მეშვიე შეხვედრა
            ტურიზმი საქართველოში
19 ნოემბერი --- მერვე შეხვედრა
          თანამედროვე ქალაქები
2 ნოემბერი --- მეცხრე შეხვედრა
           კედლის გაზეთის გამოშვება
 დეკემბერი --- მეათე შეხვედრა
           სტიქიური მოვლენები
1 დეკემბერი --- მეთერთმეტე შეხვედრა
           დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები და მათი მნიშვნელობა
17 დეკემბერი --- მეთორმეტე შეხვედრა















მასწავლებლის რეფლექსია

მასწავლებლის სახელი, გვარი: მანუჩარ ფანჩულიძე
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფ. ძევრის საჯარო სკოლაში ოფიციალურად ფუნქციონირებს გეოგრაფიის წრე, წრის შექმნის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია სკოლის ფეისბუკ-გვერდზე. სასწავლო წლის დასაწყისში შევადგინე როგორც პირველი ასევე მეორე სემესტრის სამუშაო გეგმა და წარვუდგინე დირექტორს დასამტკიცებლად. წრის მუშაობა მიმდინარეობს წრის სამუშაო გეგმის მიხედვით. წრის მეცადინეობაზე გადავწყვიტეთ შეგვესწავლაისეთი საინტერესო საკითხები რომლებიც არ არის სასკოლო პროგრამაში გათვალისწინებული. გეოგრაფიის წრეში ჩართული იყო   მე-10-მე-11კლასის მოსწავლეებიწრის მეცადინეობა ყოველკვირეულად ტარდება. მოსწავლეები ეცნობიან თითო თითო საკითხს  მოსწავლეები კმაყოფილი დარჩნენ ეოგრაფიის წრეში მუშაობით, წრე ეორე სემესტრშიც გააგრძელებს შეცვლილი თემატიკით




მოსწავლეთა  გამოკითხვის შედეგები
       მოსწავლეებთან  აჩავატარე  ანკეტირება და ცნობილი გახდა, რომ  ხელმისაწვდომი იყო ყველა დაინტერესებული პირისათვის ინფორმაციის მიწოდება.      წრის საქმიანობა და დამუშავებული თემები მორგებული იყო მოსწავლეთ ინტერესებს. თემებირაც სემესტრის განმავლობაში გაიარეს დაეხმარებათ     მათ ცოდნის გაღრმავებაში, რომელიც გამოკითხვის შედეგად აღნიშნეს. აგრეთვე აღნიშნეს, რომ აქტივობები იყო საინტერესო,სახალისო და მრავალფეროვანი, მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის იყო თანამშრომლობითი ურთიერთობა, რომელმაც საწრეო მუშაობა მოსწავლეთა გამოკითხვით გახადასაინტერესო.                                                                                                                                                                       



                              მშობელთა   გამოკითხვის    შედეგები


            გამოკითხვა ჩავატარე მშობლებთან. მშობელთა გამოკითხვიდან დადგინდა , რომ მათი შვილები კმაყოფილები იყვნენ გეოგრაფიის წრის მუშაობით. და სურვილი გამოთქვეს არსებობის შემთხვევაში მომავალ სასწავლო წელს აუცილებლად შეიყვანენ  წრეში, რადგან მოსწავლეებმა  შეიძინეს მეტი ინფორმაცია საწრეო მუშაობის  შედეგად. მშობლების აზრით დამუშავებული საკითხები მათ შვილებს დაეხმარება  გაიგონ მეტი მსოფლიოს  შესახებ. საწრეო მუშაობაზე გამოყენებული აქტივობები მათი შვილებისათვის იყო საინტერესო და მრავალფეროვანი.

 “სახალისო გეოგრაფიის” წრის სამუშაო გეგმა  (2018-2019 ს.წ.)
II სემესტრი

5 თებერვალი  --- პირველი შეხვედრა
            რა ხდება ვულკანის ამოფრქვევის დროს
12 თებერვალი  --- მეორე შეხვედრა
            რადა რა ფორმისაა გამყინვარებული ლავა
19 თებერვალი --- მესამე შეხვედრა
            მსოფლიო შვიდი საოცრება
26 თებერვალი --- მეოთხე შეხვედრა
რას უწოდეს ცრემლების ბილიკი
 5 მარტი  --- მეხუთე შეხვედრა
            როგორ განადგურდა პომპეი
12 მარტი  --- მეექვსე შეხვედრა
            ინდიელები დღეს
19 მარტი  --- მეშვილე შეხვედრა
           ვინ აღმოაჩინა ბაბილონის გოდოლი
26 მარტი  --- მერვე შეხვედრა
            გალაპაგოსის კუნძულები
2 აპრილი  --- მეცხრე შეხვედრა
            ინკების ქალაქის ნანგრევები “მაჩუ-პიქჩუ”
10 აპრილი  --- მეათე შეხვედრა
            ჯინოლანის მღვიმეები
16 აპრილი  --- მეთერთმეტე შხვედრა
            კედლის გაზეთის გამოშვება  - მსოფლიოს უდიდესი მოგზაურები
23 აპრილი --- მეთორმეტე შეხვედრა
                მოგზაურობა ანტაქტიდაზე თ. ბელინჰაუზენი და მ. ლაზარევი
30 მარტი  --- მეცამეტე  შეხვედრა
            დედამიწის მზის და მთვარის ურთიერთობა
7 მაისი --- მეთოთხმეტე  შეხვედრა
            ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული კატასტროფა
14 მაისი  --- მეთხუთმეტე შეხვედრა
            ყველაფერი ჰაერის შესახებ
21 მაისი  --- მეთექვსმეტე შეხვედრა
            სად გამოდის გოგირდოვანი ორთქლი
28 მაისი --- მეჩვიდმეტე  შეხვედრა
            მარჯნის ზღვები ცოცხალი სამყარო













მარჯნის ზღვა-ის სურათის შედეგი     áƒ›áƒáƒ áƒ¯áƒœáƒ˜áƒ¡ ზღვა-ის სურათის შედეგი                
მარჯნის ზღვა-ის სურათის შედეგი
მარჯნის ზღვა-ის სურათის შედეგი


მასწავლებლის რეფლექსია

მასწავლებლის სახელი, გვარი: მანუჩარ ფანჩულიძე
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფ. ძევრის საჯარო სკოლაში ოფიციალურად ფუნქციონირებს გეოგრაფიის წრე, წრის შექმნის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია სკოლის ფეისბუკ-გვერდზე. სასწავლო წლის დასაწყისში შევადგინე როგორც პირველი ასევე მეორე სემესტრის სამუშაო გეგმა და წარვუდგინე დირექტორს დასამტკიცებლად. წრის მუშაობა მიმდინარეობს წრის სამუშაო გეგმის მიხედვით. წრის მეცადინეობაზე გადავწყვიტეთ შეგვესწავლაისეთი საინტერესო საკითხები რომლებიც არ არის სასკოლო პროგრამაში გათვალისწინებული. გეოგრაფიის წრეში ჩართული იყო   მე-10-მე-11კლასის მოსწავლეებიწრის მეცადინეობა ყოველკვირეულად ტარდება. მოსწავლეები ეცნობიან თითო თითო საკითხს  მოსწავლეები კმაყოფილი დარჩნენ ეოგრაფიის წრეში მუშაობით, წრე ეორე სემესტრშიც გააგრძელებს შეცვლილი თემატიკით




მოსწავლეთა  გამოკითხვის შედეგები
       მოსწავლეებთან  აჩავატარე  ანკეტირება და ცნობილი გახდა, რომ  ხელმისაწვდომი იყო ყველა დაინტერესებული პირისათვის ინფორმაციის მიწოდება.      წრის საქმიანობა და დამუშავებული თემები მორგებული იყო მოსწავლეთ ინტერესებს. თემებირაც სემესტრის განმავლობაში გაიარეს დაეხმარებათ     მათ ცოდნის გაღრმავებაში, რომელიც გამოკითხვის შედეგად აღნიშნეს. აგრეთვე აღნიშნეს, რომ აქტივობები იყო საინტერესო,სახალისო და მრავალფეროვანი, მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის იყო თანამშრომლობითი ურთიერთობა, რომელმაც საწრეო მუშაობა მოსწავლეთა გამოკითხვით გახადასაინტერესო.                                                                                                                                                                       



                              მშობელთა   გამოკითხვის    შედეგები

            გამოკითხვა ჩავატარე მშობლებთან. მშობელთა გამოკითხვიდან დადგინდა , რომ მათი შვილები კმაყოფილები იყვნენ გეოგრაფიის წრის მუშაობით. და სურვილი გამოთქვეს არსებობის შემთხვევაში მომავალ სასწავლო წელს აუცილებლად შეიყვანენ  წრეში, რადგან მოსწავლეებმა  შეიძინეს მეტი ინფორმაცია საწრეო მუშაობის  შედეგად. მშობლების აზრით დამუშავებული საკითხები მათ შვილებს დაეხმარება  გაიგონ მეტი მსოფლიოს  შესახებ. საწრეო მუშაობაზე გამოყენებული აქტივობები მათი შვილებისათვის იყო საინტერესო და მრავალფეროვანი.

Comments

Popular posts from this blog

სოციალური პროექტი ,,სიკეთე გადამდებია"

კლუბის გეგმა