სოციალური პროექტი ,,სიკეთე გადამდებია"
სოციალური პროექტის ხელმძრვანელი
|
სოციალური პროექტის ხელმძრვანელი
|
მანუჩარ ფანჩულიძე
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
ქალაქი
|
თერჯოლა
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
სკოლა
|
უშანგი სოფრომაძის სახელობის სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის
სოფელ ძევრის საჯარო სკოლა
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
კლასი
|
მე-9-მე-10 კლასები (სულ 15 მოსწავლე)
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
თემის დასახელება
|
,,სიკეთე გადამდებია“
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
განხორციელების დრო
|
2018 წლის ოქტომბერ-დეკემბერი
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
აზროვნების
ზედა დონის უნარები
|
თანამშრომლობა,
დაგეგმვა, ორგანიზება, კვლევა, კრიტიკული შემოქმედებითი აზროვნება, სოციალიზაცია,
ტექნოლოგიების ფლობა.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
პრობლემა/ მისი აქტუალობა.
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||
თანამედროვე
საზოგადოებაში ღირსეულად დასამკვიდრებლად, მიმაჩნია, ახალგაზრდების მხრიდან სიკეთის
ზიარება საუკეთესო საშუალებაა. უამრავი დახმარების მიუხედავად, ჩვენ გვერდით უამრავი
სოციალურად დაუცველი ადამიანია, უამრავი პრობლემა ჯანმრთელობით თუ ეკონომიკური მდგომარეობით გამოწვეული. ადამიანების
პრობლემური ყოფის შემსუბუქება ჩვენს ახალგაზრდებს სიკეთის კეთებით შეუძლიათ. თუ მოზარდს
პატარაობდანვე მივაჩვევთ, რომ სიკეთის თესვა
ყოველდღიური ცხოვრების წესად გადააქციონ, საბოლოოდ ჯანსაღ და მეტად განვითარებულ
სამოქალაქო საზოგადოებას მივიღებთ. სკოლაში მოსწავლეებს არა მხოლოდ კონკრეტული დისციპლინებს უნდა ვასწავლოთ, არამედ ოჯახთან თანამშრომლობით უნდა ვიზრუნოთ მათ აღზრდასა და მორალურ განვითარებაზე
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||
პროექტის მიზანი
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||
·
პროექტის
მიზანი ახალგაზრდებში სიკეთის კეთების სურვილის გაღვივება, მისი მნიშვნელობის გააზრება,
ახალგაზრდების მორალური განვითარება და ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების
ხელშეწყობაა
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||
პროექტის მდგრადობა და მოსალოდნელი
შედეგები
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||
ვფიქრობ,
პროექტი აუცილებლად მდგრადი იქნება. თუკი მოსწავლე თავიდანვე მიეჩვევა ირგვლივ სიკეთე
თესოს, სხვასაც დაანახოს სიკეთის მნიშვნელობა და სიკეთის როლი ჯანსაღი საზოგადოების
ჩამოყალიბებაში, თუკი მას ჩვევაში გადაეზრდება, რომ კეთილი საქმე აკეთოს, ეს ქცევა აუცილებლად შეცვლის კლიმატს ჩვენს კლასსა თუ სკოლაში.
მოსალოდნელი შედეგები:
ხელი შეეწყო ახალგაზრდებში
სიკეთის კეთების სურვილის გაღვივებას, მისი მნიშვნელობის გააზრებას, ახალგაზრდების
მორალური განვითარებას და ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||
თემის შინაარსი
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||
სოციალური პროექტის ,,სიკეთე
გადამდებია“ განხორციელებისათვის
პირველ ეტაპზე შევარჩიე მიზნობრივი ჯგუფი, სკოლაში წლების წინ ჩამოვაყალიბე ,,სიკეთის კლუბი“,
რომელიც სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისგან შედგებოდა. თუმცა აღნიშნული სოციალური
პროექტის ფარგლებში დავგეგმე განსხვავებული აქტივობები. მოსწავლეებთან ერთად გადავწყვიტე,
გაგვეკეთებინა ,,სიკეთის ჟურნალი“, რომლისთვისაც აუცილებელი იყო, შეგვრჩია კითხვარი
და საკითხები, რის შესახებაც მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებოდათ, ესაუბრათ ამ ჟურნალში.
დავგეგმეთ ვიდეო-რგოლის ჩვენება და ბოლოს განხილვა, თუ რა გვასწავლა ნანახმა. პროექტის
ფარგლებში საინტერესო აღმოჩნდა ესეების კონკურსი თემაზე ,,რა არის სიკეთე“. წლების
განმავლობაში ,,სიკეთის კლუბის“ აქციაც დავგეგმეთ პროექტის ფარგლებში, რომ საახალწლოდ
დავხმარებოდით საახალწლო ნობათით, ვისაც დახმარება სჭირდებოდა.
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||
პროექტის განხორციელების
რისკები და შესაძლო ხარვეზები
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||
პროექტის მსვლელობისას ხელისშემსლელი ფაქტორები შეიძლება იყოს:
პროექტის მსვლელობისას
ხელისშემშლელი ფაქტორი შეიძლება იყოს თავის არიდება ,,სიკეთის ჟურნალის“ შევსებისას
მოსწავლეთა მხრიდან. შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ სიკეთის ,,აფიშირება“ ზოგიერთისთვის
მიუღებელიც იყოს და თავი შეიკავონ გამოცდილების გაზიარებისგან.
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||
სტანდარტი ესგ-დან
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||
კარი I.
სწავლა-სწავლების ძირითადი პრინციპები
თავი VIII. პრიორიტეტული
გამჭოლი კომპეტენციები
მუხლი 48. ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები
3. პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები:
ი) სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია. სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია გულისხმობს სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრირებისათვის აუცილებელი ისეთი უნარებისა და ღირებულებების
ჩამოყალიბებას, როგორებიცაა: კონსტრუქციული
თანამშრომლობა, პრობლემების მოგვარება, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, გადაწყვეტილების მიღება, შემწყნარებლობა, სხვისი უფლებების პატივისცემა,
დემოკრატიული პრინციპების აღიარება და სხვა.
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||
ღონისძიებები და დაგეგმილი საქმიანობები:
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||
შეფასების გეგმა/ინსტრუმენტები
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||
საკითხი, რომელიც ამ კონკრეტული სოციალური
პროექტისთვის შევარჩიე, ვფიქრობ, იმდენად მნიშვნელოვანია, რომ აუცილებელია, თავდაპირველად
შემეფასებინა მოსწავლეების მზაობა და სურვილი პროექტში ჩართვისა. ამიტომ ამ კუთხით
შეფასება მათთან გასაუბრებით გადავწყვიტე, დამჭირდებოდა მათი პროექტში ჩართვისთვის
მათთვის რამდენჯერმე შეთავაზება, თუ მაშინვე დიდი ინტერესით დათანხმდებოდნენ. პროექტის
დაწყებისთანავე დავაკვირდები ნებისმიერ აქტივობაზე მოსწავლეების ჩართულობას, საქმიანობის ხარისხს,
საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციასაც გავუწევ. პერიოდულად ჩავინიშნავ შეფასებას
რუბრიკების მიხედვით.
მიმაჩნია,
რომ ჩემ მიერ შეფასებაზე უფრო ეფექტური თვითშეფასების კითხვარის შევსება იქნება.
ამ მეთოდით მოსწავლეები მუშაობისას გამოვლენილ ხარვეზებს აღმოფხვრიან და მომდევნო
აქტივობებზე თუ სხვა პროექტზე მუშაობისას გაითვალისწინებენ.
რაც შეეხება პროექტის შეფასებას, გამოვიყენებ
განმავითარებელი შეფასების რუბრიკას.
(შეფასების რუბრიკები იხილეთ დანართების სახით)
1.
კითხვარი ,,სიკეთის ჟურნალისთვის“.
(დანართი 1
2. პროექტის მონაწილე მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი. (დანართი 2)
3. მოსწავლეთა მიერ თვითშეფასების რუბრიკა (დანართი 3)
4.
პროექტის შეფასების რუბრიკა. (დანართი 4)
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||
პროექტისთვის
საჭირო მასალები:
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||
·
თაბახის
ფურცლები და ფერადი ფურცლები;
·
მარკერები და კალმები;
·
კომპიუტერი
·
პრინტერი
·
პროექტორი;
·
ფოტოაპარატი
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||
პროექტის გეგმას თან ახლავს ოთხი დანართი:
კითხვარი ,,სიკეთის
ჟურნალისთვის“ (დანართი N1)
სახელი და გვარი----------------------------------------------
§ გაქვს თუ არა სურვილი, აკეთო სიკეთე ყოველდღიურად
შენი თანაკლასელისათვის/სკოლელისათვის?
§ ------------------------------------------------------------------------------------------------------
§ კონკრეტულად, რა კეთილი საქმის გაკეთება შეგიძლია?
§ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
§ გაიხსენეთ სხვა ადამიანის მიერ თქვენთვის
გაკეთებული კეთილი საქმე.
§ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
§ როგორ გამოხატავთ რეაქციას, როცა სიკეთეს
გიკეთებენ?
§ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
§ რა დადებითი მოაქვს თქვენთვის, როდესაც სხვას
სიკეთეს უკეთებ?
§ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
§ ყოფილა თუ არა შემთხვევა, როცა სხვის მიერ
გაკეთებულმა სიკეთემ თქვენც გიბიძგათ, გეკეთებინათ სიკეთე?---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
§ რა კეთილი საქმეების მაგალითებს ხვდები შენს
კლასში?-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
§ რომ აღმენიშნა სიკეთის დღე, ამ დღეს რას გააკეთებდი…-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
§ ყველა ადამიანი დღეში ერთ სიკეთეს რომ აკეთებდეს, როგორი იქნებოდა, თქვენი აზრით, ჩვენი ქალაქი/სოფელი/სამყარო?-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
პროექტის განხორციელების პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი (დანართი 2)
კრიტერიუმები
|
კომენტარები
|
| ინტერესით
ასრულებდა თუ არა მოსწავლე დავალებას |
|
| იყვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი და რამ განაპირობა მოტივაცია |
|
| აგრძელებდნენ თუ არა მოსწავლეები მუშაობას გაკვეთილების შემდეგ |
|
| ჰქონდა თუ არა მოსწავლისგან პროექტის განხორციელებისას პროექტის
ხელმძღვანელის მიმართ დახმარების თხოვნას სისტემატური და საქმიანი ხასიათი |
|
| როგორი
იყო მოსწავლეების აქტიურობის ხარისხი |
|
| სწორად ჰქონდათ თუ არა არჩეული გეზი და იყვნენ თუ არა შემოქმედებითად ჩართულები მუშაობის პროცესში |
ინდივიდუალური მუშაობის
თვითშეფასება (დანართი
3)
1. როგორ ფიქრობთ, გასწავლა თუ არა რამე ამ პროექტზე
მუშაობამ?
ა) ბევრი რამ მასწავლა;
ბ) მასწავლა;
გ) ახალი თითქმის არაფერი მისწავლია;
დ) ახალი არაფერი მისწავლია.
2. მოცემულ დავალებებს
დროულად ასრულებდით თუ არა?
ა) ყოველთვის;
ბ) ხშირად;
ბ) პერიოდულად;
დ) იშვიათად.
3. როგორ თვლი შენს
როლს პროექტის განხორციელებაში?
ა) მნიშვნელოვანი როლი მქონდა;
ბ) ვთვლი, რომ გარკვეულწილად თავს ვართმევდი საქმიანობებს;
გ) უმნიშვნელო იყო;
დ) რომ არ ვყოფილიყავი პროექტში,
არაფერი შეიცვლებოდა.
4.დაასახელე ამ
პროექტის დადებითი და უარყოფითი ფაქტორები შენი შემდგომ პროექტში მონაწილეობისათვის.
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
5. რას შეცვლიდი პროექტში?
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
პროექტის
შეფასების რუბრიკა (დანართი 4)










Comments
Post a Comment