ოლიმპიადისთვის მზადების გეგმა



2018 – 2019 სასწავლო  წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისთვის  მოსწავლეთა ჯგუფთა  ჩასატარებელი გაკვეთილების პროგრამა 

             სსიპ  თერჯოლის  მუნიციპალიტეტის  სოფელ ძევრის საჯარო სკოლის გეობრაფიის პედაგოგი მანუჩარ ფანჩულიძე
სამუშაო გეგმა : გეოგრაფია . კლასი :  X -XI . 


      მიზანი:  ესგ -ს  შესაბამისად მოსწავლეთათვის  სასწავლო პროგრამის სიღრმისეულად მიწოდება და დამატებითი  ინფორმაციებით გამრავალფეროვნების გზით  მოტივაციის ამაღლება , პრობლემის აღმოჩენისა და ანალიზის , მიზეზ- შედეგობრივი კავშირების დადგენის , საკუთარი აზრის გამოხატვის , არგუმენტირებული მსჯელობის,  თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარების გამომუშავება, სასწავლო პროცესის სტიმულება.
       სამართლიანი ობიექტური და გამჭირვალე შეფასების სისტემის გამოყენებით ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა მათთვის დახმარების აღოჩენა და წახალისება
მოსწავლეთა კლასგარეშე მუშაობის წახალისება
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მიმდინარე რეფორმის ხელშეწყობა.
             ჩემი  მიზანია მაქსიმალურად სწორად წარვმართო ოლიმპიადისთვის მოსამზადებელი მუშაობა და დავეხმარო მოსწავლეებს საკუთარი შესაძლებლობებისა და უნარ - ჩვევების სრულყოფასა და გამოვლენაში.

მეცადინეობები გაიმართება ყოველი კვირის  შაბათს  და კვირას 10.00 სთ.-ზე .
პუნქტუაცია ესგ-ეს ფარგლებში. პროგრამის განხორციელების დრო: 

1. პირველი ტური- სასკოლო, რომელიც ტარდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა მოიცავს სამეტაპს:
2. მეორეტური- რეგიონალური, რომელიცტარდებაპირველიტურისშედეგებისგათვალისწინებით, ცენტრისმიერშერჩეულქალაქებში.
3. მესამეტური- დასკვნითი, რომელიც ტარდება მეორე ტურის შედეგების გათვალისწინებით, ცენტრის მიერ შერჩეულ ქალაქში ან ქალაქებში.

 ტესტის მაქსიმალური ქულა: 40. 

პირველი ტური ელექტრონულად ჩატარდება.

ესგ-ეს მიზნებით გათვალისწინებული გეოგრაფიის საგნის სტანდარტები მოიცავს ელექტრონულ ტესტებზე მუშაობას. 

პროგრამით დასახული მიზნის მისაღწევად დაგეგმილი მაქვს და ვახორციელებ შემდეგს

გეგმა:  
     1.      გეოლოგიური აგებულება  1.10.2018
     2.      რელიეფის გეგმები   3.10.2018
     3.      ატმოსფერო  8.10.2018
     4.      ლითონსფერო  10.10.2018
     5.      ჰიდროსფეროოკიანეები და ზღვები 15.10.2018
     6.      კლიმატური სარტყლები  17.10.2018
     7.      მოსახლეობა  22.10.2018
     8.      მრეწველობის დარგები  24.10.2018
     9.      რუკები, ნომენკლატურა  29.10.2018
    10.  კონტურულ რუკაზე მუშაობა  31.10.2018
     11.  ცხრილებზე  მუშაობა 5.11.2018
     12.   დიაგრამებზე მუშაობა   7.11.2018
     13.  ტესტებზე მუშაობა 12.11.2018
     14.  მსოფლიო უდიდესი მოგზაურები 14.11.2018
     15.  თბილისთან დაძმობილებული ქალაქები 19.11.2018
     16.  საქართველოს დაცული ტერიტორიები 21.11.2018

გეგმის შესაბამისად მოხდება შემდეგი აქტივობები:
1.პირველი  აქტივობა:
 ითვალისწინებს სადიაგნოსტიკო ტესტირებას, რომლის შედეგმაც უნდა განსაზღვროს მომდევნო აქტივობების საჭიროება.
2. მეორე აქტივობა:
 განვიხილეთ სასწავლო პროგრამა, რომელიც აუცილებელია ოლიმპიადაში მონაწილეთათვის.  შევიმუშავეთ ტესტები.
3. აქტივობა მესამე:
 ღია და დახურულ დაბოლოებიან ტესტებზე მუშაობა, წაკითხვითა და მოსმენით ტექსტის აღქმა და მათ მიხედვით ტესტებზე მუშაობა მოსწავლეებში შესწავლილი მასალის, ფუნდამენტური ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების და ანალიზის უნარების განვითარების მიზნით.
4.აქტივობა მეოთხე:
 ტესტების ელექტრონულ ვერსიაზე მუშაობა, კომპიუტერთან მუშაობისა და მისი მეშვეობით  მეცნიერულ და პრაქტიკულ დონეზე დაუფლების, აღქმის, ენობრივი ბარიერის დაძლევის გზების ძიების მიზნით.
5. ეს აქტივობა ითვალისწინებს ოლიმპიადის პირველი ტურისათვის მზადების დასასრულს შიდა ოლიმპიადის გამართვას მასწავლებლის მიერ შედგენილი ტესტით, რომელიც მაქსიმალურად მოიცავს საპროგრამო მასალას და აქვს სადიაგნოსტიკო ფუნქცია- შეადაროს მოსწავლეთა წინარე, და ტესტის ჩატარების მომენტში არსებული ცოდნის დონე. მიღებული შედეგის გათვალისწინებით დაიგეგმოს მომავალი სამუშაო პროგრამა.

2018-2019  სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური გეოგრაფიაში გაიმართა 25 ნოემბერს.


Comments

Popular posts from this blog

სოციალური პროექტი ,,სიკეთე გადამდებია"

გეოგრაფიის წრის გეგმა

კლუბის გეგმა