სოციალური პროექტი
|
სოციალური პროექტის ხელმძრვანელი
|
მანუჩარ ფანჩულიძე
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
ქალაქი
|
თერჯოლა
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
სკოლა
|
უშანგი სოფრომაძის სახელობის სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის
სოფელ ძევრის საჯარო სკოლა
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კლასი
|
მე-9-მე-10 კლასები (სულ 15 მოსწავლე)
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
თემის დასახელება
|
,,იცოდე უფლება, მაგრამ არ დაგავიწყდეს მოვალეობა“
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
განხორციელების დრო
|
2019 წლის თებერვალი-მაისი
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
აზროვნების
ზედა დონის უნარები
|
თანამშრომლობა,
დაგეგმვა, ორგანიზება, კვლევა, კრიტიკული შემოქმედებითი აზროვნება, სოციალიზაცია,
ტექნოლოგიების ფლობა.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
პრობლემა/ მისი აქტუალობა.
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
ახალგაზრდებში
პიროვნებად ჩამოყალიბებას მეცნიერულ განათლებაზე უფრო მეტად მოქალაქეობრივი ღირებულებები სჭირდება. სოციალიზაცია
ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბების, მოცემული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ცოდნის, ღირებულებებისა და ნორმების შეთვისების პროცესია. უპირველესი, რაც ახალგაზრდამ უნდა იცოდეს, უფლება და მოვალეობაა,
მათი ერთმანეთისგან გამიჯვნა, საჭირო დროს უფლების გამოყენება, მაგრამ არასოდეს-მოვალეობის
დავიწყება. დღეს ხშირად გვესმის, რომ ახალგაზრდებმა, მით მეტად მოსწავლეებმა, უფლებები
იციან, მაგრამ არ ახსოვთ მოვალეობა. ნაკლებად ვთვლი, რომ ჩემ ირგვლივ მოსწავლეებს
თავიანთი მოვალეობები ავიწყდებათ, მაგრამ მაინც საჭიროა მოვალეობებზე აქცენტირება.
ახალგაზრდებს მრავალი პრობლემა შეხვდებათ ნებისმიერ ეტაპზე, ამიტომ აუცილებელია, მოსწავლეებმა იცოდნენ უფლებები,
რათა თავი დაიცვან საჭიროებისას, მაგრამ
კიდევ მეტად იცოდნენ მოვალეობები, რათა თავიანთი და სხვების მომავალიც უკეთესი გახადონ.
პროექტი აქტუალურია, ვინაიდან მოსწავლის მხრიდან უფლება-მოვალეობების ცოდნა პირდაპირ
უკავშირდება ახალგაზრდის პიროვნებად, კარგ მოქალაქედ ჩამოყალიბებას.
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
პროექტის მიზანი
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
·
მოსწავლეებმა
გაიაზრონ უფლებებისა და მოვალეობების რაობა და მათი ურთიერთკავშირი;
·
გამოკითხვის შედეგების
გათვალისწინებით, გამოიტანონ დასკვნები და დასახონ გაუმჯობესების
გზები;
·
უფლება-მოვალეობების ცოდნით ეცადონ, თავიდან
აიცილონ მოსალოდნელი პრობლემები;
·
პრევენციული
ზომებისა
და
რეკომენდაციების
შემუშავება
და
აღნიშნული
ინფორმაციის
გაზიარება
როგორც
თანატოლებთან,
ისე
ფართო
საზოგადოებისათვის.
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
პროექტის მდგრადობა და მოსალოდნელი
შედეგები
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
ვფიქრობ,
პროექტი აუცილებლად მდგრადი იქნება. თუკი მოსწავლე თავიდანვე მიეჩვევა თავისი უფლება-მოვალეობის
გაცნობას, გააზრებასა და გამოყენებას, იგი ეცდება ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე ამ
თვალსაზრისით ახალი ცოდნა შეიძინოს, თავი დაიცვას მოსალოდნელი პრობლემებისგან და
მოვალეობაც სრული პასუხისმგებლობით შეასრულოს. ,,იცოდე კანონი და იქნები დაცული“-ამის
გააზრება და რწმენა მოსწავლეებს თავიანთი გზის არცერთ ეტაპზე არ მისცემს იმის საშუალებას,
რომ განვითარება შეაფერხონ და არ გაეცნონ სიახლეებს ადამიანის უფლება-მოვალეობის
სამართლებრივ დოკუმენტებში.
მოსალოდნელი შედეგები:
·
მოსწავლეები
გაიაზრებენ უფლებებისა და მოვალეობების რაობას და მათ- ურთიერთკავშირს;
·
გამოკითხვის შედეგების
გათვალისწინებით, გამოიტანენ დასკვნებს და დასახავენ გაუმჯობესების
გზებს;
·
უფლება-მოვალეობების ცოდნით ეცდებიან,
თავიდან აიცილონ მოსალოდნელი პრობლემები;
·
მოსწავლეები
შეძლებენ პრევენციული ზომების მიღებას, რეკომენდაციების
შემუშავებას
და
აღნიშნული
ინფორმაციის
გაზიარებას
როგორც
თანატოლებთან,
ისე
ფართო
საზოგადოებისათვის.
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
თემის შინაარსი
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
სოციალური პროექტის განხორციელებისათვის პირველ ეტაპზე შევარჩიე მიზნობრივი
ჯგუფი, ავირჩიე მე-9 და მე- 10 კლასის 15 მოსწავლე. აღნიშნული კლასის მოსწავლეებს
საკლასო პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება ჰქონდათ, ამიტომ არ მიფიქრია, რომ მათ
გაუჭირდებოდათ დავალებების შესრულება, რაც გამართლდა კიდეც. დავალებების გადანაწილებისას
პირველ ეტაპზე ინდივიდუალურად მივეცი დავალებები, მივეცი რეკომენდაციებიც, რომ ანკეტირებისთვის
შეერჩიათ კითხვები. ინდივიდუალურად შესრულებული
დავალებების შემდეგ ჯგუფში გააერთიანეს კითხვები და შეადგინეს ანკეტა-კითხვარი მოსწავლეებისთვის
(დანართი N1). მოსწავლეებმა კომპიუტერის საშუალებით ვორდის ფაილში თვითონ დაამზადეს
ანკეტები. აღნიშნული კითხვარები შეავსებინეს შეთხვევით შერჩეულ მოსწავლეებს ძევრის
საჯარო თუ სხვა სკოლიდან.
ანკეტების შეჯამების შემდეგ დაადგინეს, თუ
რა საჭიროება არსებობდა ახალგაზრდებისთვის უფლება-მოვალობების ცოდნის თვალსაზრისით
და გადაწყვიტეს ბუკლეტების დამზადება, სადაც მითითებული იქნებოდა სამართლებრივი დოკუმენტებიდან
ამონარიდები აღნიშნულ საკითხებზე. საინტერესო აღმოჩნდა სიტუაციური ამოცანების განხილვა,
რომლებიც ძირითადად ეხებოდა ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს. პროექტის
ფარგლებში საინტერესო აქტივობად ჩაითვალა პრეზენტაციები უფლებებსა და მოვალეობებზე,
რომლებიც უმცროსკლასელებისთვის დაამზადეს.
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
პროექტის განხორციელების
რისკები და შესაძლო ხარვეზები
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
პროექტის მსვლელობისას ხელისშემსლელი ფაქტორები შეიძლება იყოს:
კითხვარების შევსებისას
რესპოდენტთა მხრიდან უარი;
კითხვარების შევსებისას რესპოდენტთა არასერიოზული
დამოკიდებულება;
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
სტანდარტი ესგ-დან
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კარი I.
სწავლა-სწავლების ძირითადი პრინციპები
თავი VIII. პრიორიტეტული
გამჭოლი კომპეტენციები
მუხლი 48. ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები
3. პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები:
ი) სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია. სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია გულისხმობს სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრირებისათვის აუცილებელი ისეთი უნარებისა და ღირებულებების
ჩამოყალიბებას, როგორებიცაა:
კონსტრუქციული თანამშრომლობა,
პრობლემების მოგვარება, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, გადაწყვეტილების მიღება, შემწყნარებლობა, სხვისი უფლებების პატივისცემა,
დემოკრატიული პრინციპების
აღიარება და სხვა.
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
ღონისძიებები და დაგეგმილი საქმიანობები:
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
შეფასების გეგმა/ინსტრუმენტები
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
პროექტის დაწყებისთანავე დავაკვირდები ნებისმიერ
აქტივობაზე მოსწავლეების ჩართულობას, საქმიანობის
ხარისხს, საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციასაც გავუწევ. პერიოდულად ჩავინიშნავ
შეფასებას რუბრიკების მიხედვით.
მიმაჩნია,
რომ ჩემ მიერ შეფასებაზე უფრო ეფექტური თვითშეფასების კითხვარის შევსება იქნება.
ამ მეთოდით მოსწავლეები მუშაობისას გამოვლენილ ხარვეზებს აღმოფხვრიან და მომდევნო
აქტივობებზე თუ სხვა პროექტზე მუშაობისას გაითვალისწინებენ.
რაც შეეხება პროექტის შეფასებას, გამოვიყენებ
განმავითარებელი შეფასების რუბრიკას.
(შეფასების რუბრიკები იხილეთ დანართების სახით)
1. პროექტის მონაწილე მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი. (დანართი 2)
2. მოსწავლეთა მიერ თვითშეფასების რუბრიკა (დანართი 3)
3.
პროექტის შეფასების რუბრიკა. (დანართი 4)
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
პროექტისთვის
საჭირო მასალები:
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
·
თაბახის
ფურცლები და ფერადი ფურცლები;
·
მარკერები და კალმები;
·
კომპიუტერი
·
პრინტერი
·
პროექტორი;
·
ფოტოაპარატი
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პროექტის გეგმას თან ახლავს ოთხი დანართი:
ანკეტა-კითხვარი (დანართი
N1)
რესპოდენტის სახელი და გვარი:_____________________________
1. იცნობთ თუ არა მოსწავლეთა
უფლება-მოვალეობება?
1.
კი 2.
არა
2. იცნობთ თუ არა ადამიანის
უფლებათა დეკლარაციას? 1.
კი 2.
არა
3. შეუძღუდავთ თუ არა თქვენი
უფლება? 1. კი
2.
არა
4. როგორ ფიქრობთ, თქვენზე
მონიჭებულ უფლებას უფრო იყენებთ, თუ დაკისრებულ მოვალეობას უფრო ასრულებთ?----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
5. როგორ განისაზღვრება მოსწავლის
უფლება სკოლის სტრუქტურული ერთეულების არჩევისას?
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
პროექტის განხორციელების პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი (დანართი 2)
|
კრიტერიუმები
|
კომენტარები
|
|
ინტერესით
ასრულებდა თუ არა მოსწავლე დავალებას
|
|
|
იყვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი და რამ განაპირობა მოტივაცია
|
|
|
აგრძელებდნენ თუ არა მოსწავლეები მუშაობას გაკვეთილების შემდეგ
|
|
|
ჰქონდა თუ არა მოსწავლისგან პროექტის განხორციელებისას პროექტის
ხელმძღვანელის მიმართ დახმარების თხოვნას სისტემატური და საქმიანი ხასიათი
|
|
|
როგორი
იყო მოსწავლეების აქტიურობის ხარისხი
|
|
|
სწორად ჰქონდათ თუ არა არჩეული გეზი და იყვნენ თუ არა შემოქმედებითად ჩართულები მუშაობის პროცესში
|
|
ინდივიდუალური მუშაობის
თვითშეფასება (დანართი
3)
1. როგორ ფიქრობთ, გასწავლა თუ არა რამე ამ პროექტზე მუშაობამ?
ა) ბევრი რამ მასწავლა;
ბ) მასწავლა;
გ) ახალი თითქმის არაფერი მისწავლია;
დ) ახალი არაფერი მისწავლია.
2. მოცემულ დავალებებს
დროულად ასრულებდით თუ არა?
ა) ყოველთვის;
ბ) ხშირად;
ბ) პერიოდულად;
დ) იშვიათად.
3. როგორ თვლი შენს როლს
პროექტის განხორციელებაში?
ა) მნიშვნელოვანი
როლი მქონდა;
ბ) ვთვლი,
რომ გარკვეულწილად თავს ვართმევდი საქმიანობებს;
გ) უმნიშვნელო
იყო;
დ) რომ არ ვყოფილიყავი პროექტში, არაფერი
შეიცვლებოდა.
4.დაასახელე ამ პროექტის დადებითი და უარყოფითი ფაქტორები შენი
შემდგომ პროექტში მონაწილეობისათვის.
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
4.
რას შეცვლიდი პროექტში?
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
პროექტის
შეფასების რუბრიკა (დანართი 4)
,,იცოდე
უფლება, მაგრამ არ დაგავიწყდეს მოვალეობა“
სოციალური
პროექტის რეფლექსია
სსიპ
უშანგი სოფრომაძის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლა
მასწავლებელი
მანუჩარ ფანჩულიძე
2019 წლის თებერვალ-მაისში ძევრის საჯარო სკოლის
მე-9 კლასში განვახორციელე სოციალური პროექტი თემაზე ,,იცოდე უფლება, მაგრამ არ დაგავიწყდეს მოვალეობა“
პროექტის მიზანი იყო:
·
მოსწავლეებმა გაიაზრონ უფლებებისა და მოვალეობების რაობა
და მათი ურთიერთკავშირი;
·
გამოკითხვის
შედეგების გათვალისწინებით,
გამოიტანონ დასკვნები და დასახონ გაუმჯობესების გზები;
·
უფლება-მოვალეობების
ცოდნით ეცადონ, თავიდან აიცილონ მოსალოდნელი პრობლემები;
·
პრევენციული ზომებისა და
რეკომენდაციების
შემუშავება
და
აღნიშნული
ინფორმაციის
გაზიარება
როგორც
თანატოლებთან,
ისე
ფართო
საზოგადოებისათვის.
სოციალური პროექტის ფარგლებში ჩატარებულმა აქტივობებმა უზრუნველყო მიზნის მიღწევა. ანკეტირებისათვის შერჩეულმა
კითხვებმა დაგვანახა, თუ საჭიროება არსებობდა ახალგაზრდებისთვის უფლება-მოვალობების
ცოდნის თვალსაზრისით და ეს დაგვეხმარა ბუკლეტების დამზადებაში, სადაც მითითებული იყო
სამართლებრივი დოკუმენტებიდან ამონარიდები აღნიშნულ საკითხებზე. საინტერესო აღმოჩნდა
სიტუაციური ამოცანების განხილვა, რომლებიც ძირითადად ეხებოდა ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში
მიმდინარე მოვლენებს. სიტუაციური ამოცანების განხილვისას მოსწავლეებმა იმსჯელეს ისეთ
საკითხებზე, რომლებიც დაეხმარებოდათ უფლება-მოვალეობების არცოდნით გამოწვეული პრობლემების
თავიდან ასარიდებლად. პროექტის ფარგლებში საინტერესო აქტივობად ჩაითვალა პრეზენტაციები
უფლებებსა და მოვალეობებზე, რომლებიც უმცროსკლასელებისთვის დაამზადეს. ვინაიდან პრეზენტაციას
მოსწავლეები ამზადებდნენ პატარებისთვის, მათ კარგად ჰქონდათ გააზრებული, რას და რატომ
აკეთებდნენ.
დასახული
მიზანი მიღწეული იქნა. სოციალური პროექტის
გეგმა ითვალისწინებდა შემდეგ აქტივობებს:
|
1
|
პროექტისთვის მიზნობრივი ჯგუფის შერჩევა და მათთვის პროექტის მიზნების
გაცნობა
|
|
2
|
დავალებების ინდივიდუალურად მიცემა (ანკეტისათვის შეერჩიათ კითხვები)
|
|
3
|
ინდივიდუალურად შესრულებული კითხვარის მიზნობრივ ჯგუფში განხილვა და
კითხვების საბოლოო შეჯერება
|
|
4
|
ანკეტების დამზადება
|
|
5
|
გამოკითხვის ჩატარება
|
|
6
|
გამოკითხვის ანალიზი და საჭიროების
დადგენა
|
|
7
|
ბუკლეტების დამზადება
|
|
8
|
ბუკლეტების დარიგება დაინტერესებული პირებისთვის
|
|
9
|
სიტუაციური ამოცანების შეგროვება
და განხილვა
|
|
10
|
პრეზენტაციები უმცროსკლასელებისთვის
|
|
11
|
პროექტის შეჯამება
|
ყველა აქტივობა ჩატარდა გეგმის
შესაბამისად შესაბამის დროში და შესაბამისი თანმომდევრობით. ხელისშემშლელი ფაქტორები
არ დაფიქსირებულა. პროექტის მსვლელობისას ყველაზე წარმატებულად შეიძლება ჩაითვალის
უმცროსკლასელებისთვის მომზადებული პრეზენტაციები უფლება-მოვალეობების ცოდნაზე და მათ
შესაბამისად გამოყენებაზე, ვინაიდან აღნიშნულმა პრეზენტაციამ დაგვანახა, რომ პროექტის
მონაწილე მოსწავლეებმა არა მარტო თავიანთვის, არამედ სხვებისთვისაც შეძლეს სარგებლის
მოტანა.
საინტერესო აღმოჩნდა ის გარემოება, რომ მოსწავლეები
ინტერნეტ სივრცეში მიზნობრივად ეძებდნენ საკითხებს, რაც აღნიშნული პროექტისთვის გამოადგებოდათ.
სიტუაციური ამოცანები იმდენად პრაქტიკული იყო, მათმა განხილვამ ყველა დაარწმუნა უფლება-მოვალეობების
ცოდნის აუცილებლობაში, რათა ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანების დაჩაგვრა არ მოხდეს აუცილებელი სამართლებრივი დოკუმენტების
არცოდნის გამო.
პროექტი წარმატებულად ჩაითვლება იმ ფაქტორის გამოც,
რომ მოსწავლეებმა პრეზენტაციის გაკეთების უნარ-ჩვევები კარგად გამოავლინეს, რაც შემდგომში
აუცილებლად გამოადგებათ.
პროექტის განხორციელების პროცესში აქტივობა არ დაგვიმატებია,
ვინაიდან მიზნის მისაღწევად წინასწარ დაგეგმილი აქტივობებიც საკმარისი იყო.
პროექტის განხორციელებისას, როგორც ზემოთ აღვნიშნე,
რაიმე სერიოზული შემაფერხებელი ფაქტორი არ დაფიქსირებულა, თუმცა , დროის ფაქტორის გათვალისწინებით,
ალბათ, უკეთესი იქნებოდა, პროექტით გათვალიწინებული რესპოდენტები პირველ ეტაპზე მხოლოდ
ადგილობრივები ყოფილიყვნენ. სხვა სკოლების რესპოდენტებთან ჩატარებულმა ანკეტირებამ უმნიშვნელო პრობლემა შექმნა. ისინი წინასწარ არ
ყოფილან ინფორმირებული გამოკითხვის თაობაზე და გათვალისწინებულზე ნაკლები რაოდენობის
შევსებული ანკეტები მივიღეთ სხვა სკოლებიდან. აღნიშნულს სხვა პროექტის განხორციელებისას
აუცილებლად გავითვალისწინებ.
პროექტის განხორცილების პროცესში გაჩნდა საჭიროება
პროექტის გეგმით განსაზღვრული ვადების მოდიფიცირებისა. ამის გამომწვევ მიზეზად სახელდება სკოლაში მიმდინარე სხვადასხვა ღონისძიებები. ასევე ტექნიკური პრობლემების გამო შესრულების ვადები შეიცვალა.
თუმცა გეგმით გათვალისწინებული აქტივობები სრულად ჩატარდა.
შემდგომში მსგავსი პროექტების განხორციელებისას
ყოველთვის გავითვალისწინებ მოსწავლეთა მიერ
ერთობლივად შემუშავებული შეფასების რუბრიკების მკაცრად განსაზღვრულ დროსა და მეთოდს,
რომელშიც შევეცდები ეფექტურად ჩავრთო თავად კლასის მიერ არჩეული მონიტორინგის ჯგუფი. ამით შესაძლებელი
გახდება პროექტის მიმდინარეობისას მასში ჩართული მონაწილეების მიერ განხორციელდეს ჯანსაღი
ურთიერთშეფასება/ თვითშეფასება და შედეგი მეტად ეფეტური იყოს.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე ვთვლი,
რომ მოსწავლეები თავიანთი უფლებების ცოდნით
საკმარისად აღიჭურვებიან და მოვალეობების მიმართაც დიდი პასუხისმგებლობა ექნებათ.
Comments
Post a Comment